გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა

ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა და უახლოეს მომავალში, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სერვისისა და მრავალფეროვანი ღონისძიებების შეთავაზება.

„შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა წარმატებები უსურვა გიორგი ამილახვარს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში და მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება