„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ადენის ყურეში ამერიკულ ხომალდებზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს

იემენელი „ჰუსიტი“ მეამბოხეები აცხადებენ, რომ ადენის ყურესა და ბაბ ალ-მანდაბის სრუტეში აშშ-ის სამხედრო ხომალდებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს.

დაჯგუფების პრესსპიკერის, იაჰია სარის განცხადებით, ისინი დაუპირისპირდნენ ამერიკულ სამხედრო გემებს, რომლებიც ორი ამერიკული სავაჭრო გემის დაცვას ცდილობდნენ. შედეგად, ერთ-ერთმა გემმა პირდაპირი დარტყმა განიცადა, ამერიკული სავაჭრო გემები კი იძულებული გახდნენ, ტერიტორიიდან გაბრუნებულიყვნენ.

„ჩვენმა რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ სამიზნეებს დაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ ხომალდები მათ მოგერიებას ცდილობდნენ “, - განაცხადა იაჰია სარიმ.

შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ თავდასხმებს სავაჭრო გემებზე მანამ, სანამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ომი არ დასრულდება.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება