აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდმა ტაივანის სრუტეში გაიარა

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდმა ტაივანის სრუტეში გაიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალები ავრცელებს.

აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, ტაივანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად, ამერიკულმა გამანადგურებელმა USS John Finn-მა ტაივანის სრუტეში გაიარა.

„ტაივანის სრუტეში USS John Finn-ის გავლა ყველა ერისთვის ნაოსნობის თავისუფლების დაცვის მიმართ, როგორც პრინციპის, აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს. საერთაშორისო თანამეგობრობის არც ერთი წევრის დაშინება არ უნდა მოხდეს, რომ მათ საკუთარი უფლებები დათმონ“, - ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების განცხადებაში.

ჩინეთის სამხედრო ძალებმა განაცხადა, რომ ჩინეთი სიტუაციას აკონტროლებდა და ამერიკული ხომალდის გადაადგილებას აკვირდებოდა.

„ამ ბოლო დროს აშშ-ს სამხედრო ძალები, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ბოროტად შელახვის მიზნით, პროვოკაციულ ქმედებებს ხშირად ახორციელებს“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ დანაყოფის სარდლობამ.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება