გურამ მაჭარაშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ძალიან დიდი შანსი არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ - მიმდინარეობს კონსულტაციები, რა ფორმატით წარდგება „ხალხის ძალა“ წინასაარჩევნო კამპანიისას

საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ძალიან დიდი შანსი არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ - „ხალხის ძალა“ 2024 წლის არჩევნებში სერიოზულ წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რა ფორმატით წარდგება „ხალხის ძალა“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ პოლიტიკას დაუჭერს მხარს, რაც „ხალხის ძალას“ აქვს.

„ფორმატი არის სულ ორი - ან ცალკე გახვალ, ან ერთიანი სიით. „ხალხის ძალის“ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თქვენც და საზოგადოებაც გაიგებს. რაც შეეხება ფორმატს, თუ როგორით გავალთ, რა თქმა უნდა, ამასაც გაიგებთ, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესი როლი ექნება „ხალხის ძალას“ ნებისმიერი სტატუსით 2024-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს და უმნიშვნელოვანესი შედეგები ექნება მის მონაწილეობას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა მაჭარაშვილი.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება