ანა ბუჩუკური - სამწუხაროა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ლიდერის სტატუსი დაგვაკარგვინა - სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ

ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგრესზე საუბრობენ.

„სამწუხაროდ, სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ. ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ საქართველო სულ რაღაც 3-4 წლის წინ იყო ქვეყანა, რომლითაც ამაყობდნენ, როგორც ევროკავშირში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე, ამაყობდა ნატო. ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში. ჩვენ ვამაყობდით ლიდერის სტატუსით და დღეს ეს სტატუსი დაკარგული გვაქვს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიში სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტია“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, მესამეზე კი, საქართველოა. დოკუმენტშია აღნიშნულია, რომ პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო