რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის აქცია კლინიკასთან დასრულდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის აქცია კლინიკასთან დასრულდა.

მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით.

როგორც ქირურგმა, მალხაზ გოგუამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისთვის მოულოდნელი იყო. როგორც მან განმარტა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი კომპენსაცია „მოსყიდვის” და „გაჩუმების” ნიშანს ატარებს.

როგორც მედიკოსები განმარტავენ, მათთვის მთავრობის შეთავაზება ბუნდოვანია, კერძოდ, არ აქვთ ინფორმაცია რა ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობს მათ მთავრობა, ამასთან უცნობია ექსპერტიზის დასკვნის შედგები.

„შეთავაზება ბუნდოვანია. ჩვენი წინადადებები დარღვეულია. არ ვიცით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. არ წერია, თუ რას მოიაზრებენ მეორე სამსახურში. სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას ვითხოვთ”,- აღნიშნა ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა.

მედიკოსები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. მორიგი აქცია ხვალ, ჯანდაცვის სამინისტროსთან, 15:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე