გედევან ფოფხაძე - „ქართული ოცნების“ ძველი სახეების ახალი გაერთიანება თუ შეიქმნება, ცუდი ნამდვილად არ არის, ჯერჯერობით ამის კონტურებს ვერ ვხედავ - მგონია, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია საერთო გაერთიანებაზე საუბარი

ყველანი ერთიანი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ, ვისაც არსებული ხელისუფლება არ მოსწონს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა ბარიერს, არამედ არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს“, რომელიც ფოფხაძის შეფასებით, არის „პრორუსული და კოლაბორაციონისტული“.

„ქართული ოცნების“ ძველი სახეების ახალი გაერთიანება თუ შეიქმნება, ცუდი ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ ეს მათ საერთო ისტორიას, ღირებულებებს და პოლიტიკურ სივრცეს ქმნის. მათ რაღაც საკითხებზე საერთო ხედვები ბუნებრივად უყალიბდებათ. ამ ეტაპზე, მე ჯერჯერობით ამის კონტურებს ვერ ვხედავ. მე პერსონალურად ნაკლებად მაქვს წარმოდგენა, თუ ვინ შეიძლება ასეთი გაერთიანების თანამონაწილეები იყვნენ. მე მგონია, რომ ახლა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია საერთო გაერთიანებაზე საუბარი, ვიდრე კიდევ რაღაც დამატებით სუბიექტებზე. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, რომ ყველანი ერთიანი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, ვისაც არსებული ხელისუფლება არ მოსწონს. იმიტომ, რომ წელს არ უნდა დაისვას საკითხი იმის თაობაზე, იქნება თუ არა ოპოზიცია საერთოდ წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა ბარიერს, არამედ არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც არის პრორუსული, კოლაბორაციონისტული და ხალხის, ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. ამ ყველაფრის გარშემო უნდა გაერთიანდეს, არა თუ საერთო, არამედ ძალიან წინააღმდეგობრივი ისტორიის მქონე პოლიტიკოსები და პიროვნებებიც, იმიტომ, რომ როცა ქვეყანა ასეთი დიდი განსაცდელის წინაშე დგება და დიდი გამოცდა ელის, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ისეთი მიზიდულობის ცენტრი უნდა შეიქმნას, სადაც ბევრი პოლიტიკური ლიდერი იქნება გაერთიანებული და ეს არ იქნება ერთი ადამიანის გაერთიანება.

„მე მგონია, რომ ყველა შემთხვევაში ისეთი მიზიდულობის ცენტრი უნდა გაჩნდეს, სადაც ბევრი პოლიტიკური ლიდერი იქნება, სადაც არ იტყვიან, რომ ერთი ადამიანის გაერთიანებაა. რაზეც იტყვიან, რომ ეს არის იდეის გარშემო შექმნილი გაერთიანება და ეს არის ისეთი ადამიანების გაერთიანება, სადაც პოლიტიკური მიზანი უფრო მეტია, ვიდრე მათი კერძო ინტერესი, მათ ამ მიზნისათვის შეუძლიათ გადალახონ რაღაც სუბიექტური ფაქტორები და ისინი ქვეყნის ინტერესიდან გამოვიდნენ. გარდა ამისა, ასეთ გაერთიანებას უნდა ჰქონდეს რესურსი, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან ითანამშრომლოს.

მიზანი, რომ ვინმემ 5%-იანი ბარიერი გადალახოს არ შეიძლება ჰქონდეთ, ამას ამომრჩეველი დაინახავს და იმ 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავ. თუ არა გაქვს ასეთი მიზანი, რომ ხელისუფლება შეცვალო, ასეთი ეპოქალური არჩევნების პროცესში საერთოდ არაფერში არ უნდა ჩაერიო“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მტკიცებით, პარტია „ხალხის ძალა“ არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კიდევ ერთი პრორუსული დაჯგუფება, რომელიც უფრო მკვეთრ პრორუსულ საქმეებს აკეთებს.

ბიძინა ივანიშვილმა პრორუსული „ქართული ოცნების“ ფონზე შექმნა კიდევ ერთი პრორუსული დაჯგუფება, რომელიც უფრო მკვეთრ პრორუსულ საქმეებს აკეთებს. მიმაჩნია, რომ ეს არის რუსული საქმე და არა „ხალხის ძალა“. ამათ არაფერი საერთო ხალხთან არ აქვთ, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ფარსის კიდევ ერთი ნაწილი და ხაზს უსვამს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პათოლოგიური მატყუარა, რომლის ამოცანა არის ხალხის მოტყუება. ამათი ელექტორატული რესურსი არის სამთავიანი ურჩხული, ეს არის: ტყუილი, მოსყიდვა, დაშინება“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

გარდა ამისა, ფოფხაძე აღსრულების ბიუროს პოლიციის მიერ თბილისში, კეკელიძის N1-ში ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზამთარში ადამიანის გამოსახლება არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

„ამას არც კომუნისტები აკეთებდნენ, ეს თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტი არ არის. ზამთარში, სიცივეში ადამიანი გარეთ კატის კნუტს არ გააგდებს. არანაირი ადამიანის უფლებების სტანდარტი, {„ქართული ოცნება“} უახლოვდება იმას, რასაც ჩვენ თავის დროზე ვებრძოდით“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო