პაატა მანჯგალაძე - რაზეც ოცნებობენ, იმაზე საუბრობენ - როგორი ტალახი არ უნდა გვესროლონ, სიძულვილისა და ზიზღის ენაში კობახიძეს არ ავყვებით

რაზეც ოცნებობენ, იმაზე საუბრობენ - ამ პროგნოზებს „ირაკლის ზღაპრები" დავარქვათ, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას საპარლამენტო არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების შესახებ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, როცა ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მას ხალხში ჭარბი ნდობა ჰქონდა, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში 60% მაშინ არ აუღია.

"ახლა ხმების 60%-ს და საკონსტიტუციო უმრავლესობას როგორ იღებენ?! "ქართული ოცნება" ყოველ დღე იმიტომ იძახის, არჩევნებს ვიგებთო, რომ იციან, ეს ასე არ არის. როცა ამტკიცებენ, მაგრები ვართო, ეს იმას ნიშნავს, რომ ასე არ არის - ეს დაახლოებით ისეა: მთვრალი არ ვარ, არ ვარ მთვრალიო...

ბოლო სამ არჩევნებზე ოპოზიციამ მილიონ 100 ათასი ხმა აიღო, "ქართულმა ოცნებამ" - 900 ათასი ხმა. 200 ათასი ხმა გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის? - არის! არსებობს "დაჩის ზღაპრები" - ამას "ირაკლის ზღაპრები" დავარქვათ.

ხალხს აინტერესებს არა ის ყოველდღიური ლანძღვა და გინება, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არამედ როგორ შეიცვლება მათი ცხოვრების პირობები და როგორ აშენდება ქვეყანა. მათ როგორი ტალახი არ უნდა გვესროლონ, სიძულვილისა და ზიზღის ენაში კობახიძეს არ ავყვებით", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის