აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში საქართველო, საერთო ქულებით, მე-3 ადგილზეა მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. კერძოდ, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე - 0.66 ქულით და საქართველო მესამეზე - 0.63 ქულით.

აღნიშნულ სამეულს მოჰყვება სომხეთი - 0.61 ქულით, აზერბაიჯანი - 0.47 ქულით და ბელარუსი - 0.45 ქულით.

რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეიტინგს დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის სფეროში, პირველ ადგილზეა მოლდოვა 0.82 ქულით, მეორეზე უკრაინა - 0.72 ქულით, მესამეზე სომხეთი - 0.7 ქულით, მეოთხეზე საქართველო - 0.65 ქულით, მეხუთეზე აზერბაიჯანი - 0.37 ქულით და მეექვსეზე ბელარუსი - 0.24 ქულით.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირთან პოლიტიკის კონვერგენციის მიხედვით, პირველ ადგილს საქართველო და მოლდოვა ინაწილებენ 0.64 ქულით, მეორეზეა უკრაინა - 0.6 ქულით, მესამეზე სომხეთი - 0.57 ქულით, მეოთხეზე - აზერბაიჯანი 0.5 ქულით და მეხუთეზე ბელარუსი - 0.38 ქულით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, მდგრადი განვითარების რეიტინგში, პირველ ადგილზეა ბელარუსი 0.72 ქულით, მეორეზე მოლდოვა- 0.68 ქულით, მესამეზე - უკრაინა 0.67 ქულით, მეოთხეზე საქართველო - 0.6 ქულით, მეხუთეზე სომხეთი - 0.55 ქულით და მეექვსეზე აზერბაიჯანი - 0.53 ქულით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა