სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაინერგოს

სკოლებში შესაძლოა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლების მასშტაბი შემცირდეს და მის ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურის სწავლება დაიწყოს. ამასთან, განიხილება სკოლებში ბიბლიისა და მითოსის ნაწილობრივ სწავლებაც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განუცხადა.

„ბოლო ათწლეულებში ბევრგან აქცენტი არის გადატანილი თანამედროვე ლიტერატურის სწავლებაზე. თუ ჩვენს შვილებს ვზრდით 21-ე საუკუნისთვის, მათ უნდა გაიაზრონ, რა არის თანამედროვე ადამიანის მისწრაფებები, პრობლემები, განწყობები, იმედები, ოცნებები, მთავარი საფიქრალი. ამას ყველაფერს სრულფასოვნად თანამედროვე ლიტერატურა გამოხატავს. ბერძნები ორ ჰაგიოგრაფიულ ტექსტზე მეტს არ ასწავლიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პატივს არ მიაგებენ ჰაგიოგრაფიას? არ ნიშნავს! ჩვენ, ქართველებმა, ქრისტიანობაც და ჰაგიოგრაფიაც ბერძნებისგან ვისწავლეთ. ამწუთას სამ ჰაგიოგრაფიულ ტექსტს ვასწავლით, სამივე ძალიან მეძვირფასება, მაგრამ როგორც კი დადგება ხოლმე საკითხი, რაღაცას შეველიოთ და მიმოხილვის წესით ვასწავლოთ, იმწუთას იწყება საუბარი, რომ წარსულ კულტურას პატივს არ სცემენ და ა.შ. რაც რეალობას არაფრით უკავშირდება. მაგალითად ფრანგები, რომლებსაც მე-19 საუკუნის ბრწყინვალე ლიტერატურა აქვთ, ამ საინტერესო ეპოქის ერთ-ორ ნიმუშს ასწავლიან, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ სკოლის სპეციფიკა ესმით და ისიც ესმით, სკოლა რა ამოცანებს წყვეტს. სკოლაში ყველაფერი კი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო. ყველაფრის სწავლება შეუძლებელია და მიუღწეველ ამოცანას ისახავს.

ჩვენ, ჯერჯერობით, ვსაზღვრავთ ჩვენი მოქმედების ველს, სივრცეს. მათ შორის, ეს ვერსიაც ძალიან აქტიურად განიხილება - ჰაგიოგრაფიის არა, საზოგადოდ, „გაუქმების“, არამედ - შესატყვისი მოცულობითა და შესაფერისი მეთოდოლოგიით სწავლების. კიდევ ერთი კითხვა, რასაც ჩვენ ვუსვამთ მუშაობის პროცესში ერთმანეთს: საჭიროა თუ არა ლიტერატურის კურსში ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი კულტურული ფენომენების გათვალისწინება, როგორიცაა ბიბლია და მითოსი. რა თქმა უნდა, ბიბლიაც უნდა ასწავლო, როგორც ლიტერატურული ტექსტი და მითოსიც. სამყაროში მათი ხედვები (სამყაროზე, ადამიანებზე, ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე...) ბევრჯერ შეხვდებათ ჩვენს მოსწავლეებს ლიტერატურულ ტექსტებში, ხელოვნების ნიმუშებში, რომლებიც ბიბლიურ თუ მითოსურ თემებზეა აგებული. ამ ტიპის ცოდნა არის განათლებული ადამიანის მახასიათებელი. არ ვამბობ, რომ მთელი ბიბლია უნდა ასწავლო, მაგრამ ცალკეული ნიმუშის სწავლება შეიძლება. ვსაუბრობ გარკვეული ელემენტების დამკვიდრებაზე სკოლაში. მთლიანად ბიბლიის სწავლება სკოლაში შეუძლებელია, ცალკეული ნიმუშების სწავლება კი შესაძლებელი“,- განაცხადა მურღულიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს