ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს ხელმძღვანელს, ასელ ჯუსუპბეკოვას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს მრჩეველი დევიდ გარიგოს-სოლივა, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ოფიცერი რეიჩელ ობფენდა.

მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო ღონისძიებები განიხილეს.

„როგორც ცნობილია, წელს 2-5 მაისს, საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის, როგორც საინვესტიციო, ეკონომიკური შესაძლებლობების, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდას.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება, ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე