ნიკა ობოლაძე - ქართველი ხალხის 80 პროცენტს სურს ცვლილებები, სურს ყავდეს ხელისუფლება, რომელიც კი არ პარავს, არამედ ემსახურება მათ

ქართველი ხალხის 80 პროცენტს სურს ცვლილებები, სურს ყავდეს ხელისუფლება, რომელიც კი არ პარავს, არამედ ემსახურება მათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს საკუთარ სურვილებზე და საკუთარ რიცხვებზე, ქართველ ხალხს კი სხვა სურვილები აქვს.

„ხელისუფლება საუბრობს საკუთარ სურვილებზე და საკუთარ რიცხვებზე. მათ სურთ ხელისუფლების შენარჩუნება ყველა გზით, რადგან კვლავ ჰქონდეთ დრო, ქართველი ხალხის ძარცვისთვის და მათთვის ნორმალური ცხოვრების შანსის მოპარვისთვის. „ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მიზნები ამოძრავებს, მხოლოდ ის უნდათ, რომ მათმა შვილებმა ჩარტერით იფრინონ და არ ადარდებთ სხვისი შვილები, რომლებიც საცობში გაჩერებულ, გადაჭედილ ავტობუსებში ატარებენ დროის დიდ ნაწილს.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სხვა სურვილები და სხვა რიცხვები. ქართველ ხალხს სურს აქ, ამ მიწაზე, საქართველოში ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, სურთ, რომ არ უწევდეთ ქვეყნის დატოვება მინიმალური ანაზღაურების საძიებლად, სურთ, რომ ცხოვრობდნენ საკუთარ სამშობლოში და ჰქონდეთ ნორმალური სამსახური, იყოს სტაბილური ფასები და გააჩნდეთ მომავლის პერსპექტივა.

რეალურად, ადამიანების 80 %-ს სურს ცვლილებები, სურს ჰყავდეს ხელისუფლება რომელიც კი არ იპარავს, არამედ ემსახურება მათ, სურს ევროკავშირში ინტეგრაცია რადგან საქართველოში, ნორმალური საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად, ყველაზე მოკლე გზა ევროკავშირზე გადის.

ქართველი ხალხის სურვილებს კი ეწინააღმდეგება „ოცნება“, ამიტომ, 2024 წელი იქნება ცვლილებების წელი, ახალ საარჩევნო ვადაში საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება ხალხის უკეთესი ცხოვრება, რომელიც დაჩქარებულად შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, მოიზიდავს ინვესტიციებს, აღმოფხვრის ტოტალურ კორუფციას, გააჩენს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ბუნებრივად შეაჩერებს მასობრივ ემიგრაციას“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი