ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 29 იანვარს, 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეული

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 29 იანვარს, 9 - პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეული.

მისივე თქმით, შეხვედრას დაესწრებიან ასევე, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.

„9 - პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს გვექნება სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც იქნება მორიგი რაუნდი სამუშაო ფორმატის 9 პრიორიტეტზე დისკუსიისთვის.

ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ იქნებოდა სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფილი, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის. ჩვენ მოვიწვევთ მათ [ოპოზიციას], მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა," - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს