გიორგი ვაშაძე - კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ აცდენილია რეალობას, მოწყვეტილი არიან ხალხის პრობლემებს

კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“, აცდენილია რეალობას - იმდენად გამდიდრდნენ, იმდენად გაზულუქდნენ, რომ აღარ აწუხებთ ხალხის პრობლემები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს 2024 წლის არჩევნების შედეგად, ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს.

„კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ აცდენილია რეალობას, მოწყვეტილი არიან ხალხის პრობლემებს. არაადეკვატურები არიან, აცდნენ საერთოდ რეალობას, იმიტომ, რომ იმდენად გამდიდრდნენ, იმდენად გაზულუქდნენ, რომ აღარ აწუხებთ ხალხის პრობლემები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი წელი იქნება ხალხის დიდი გამარჯვება, საქართველოში აღარ იქნება ოლიგარქიული მმართველობა. იქნება კოალიციური მმართველობა, რომელიც იზრუნებს ხალხის სასიკეთოდ, შემოიტანს ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და ქვეყანა წავა წინ. ვის რამდენი მანდატი ექნება? ჩვენ მანდატების გასანაწილებლად არ ვიბრძვით ამ არჩევნებში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხალხს შევუქმნათ სამუშაო ადგილები," - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი