Madrid Fusión - საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით

Madrid Fusión-ი საქართველოს შესახებ Facebook-ის გვერდზე მორიგ „პოსტებს“ აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“,- ვკითხულობთ Madrid Fusión-ის Facebook-ის „პოსტში“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Madrid Fusión-ის მეორე Facebook „პოსტი“ მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს „ნუნუკას“ ეძღვნება.

Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი „ნუნუკა“ წარადგენენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე