პეტრე ცისკარიშვილი - რამდენიმე თვე დარჩა ისტორიულ არჩევნებამდე, როდესაც ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას - ოპოზიციისგან დაკომპლექტებულმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს ქვეყანა

10-12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმმა მხოლოდ გააღარიბა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ფასები კატასტროფულად იზრდება, მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები აღარ იქმნება და ყველაფერ ამის მიზეზი არის ის რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოშია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო მესამე ადგილზეა მოლდოვასა და უკრაინის შემდეგ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და „ქართულ ოცნება“ დემოკრატიას მთავარ საფრთხედ აღიქვამენ.

„ეს პრაქტიკულად გახლავთ ევროკავშირთან თავსებადობის ინდექსი - რამდენად ახლოს არის საქართველო თავისი სისტემით, დემოკრატიით, კანონის და სამართლის უზენაესობით, ეკონომიკით, მდგრადი განვითარებით, ანუ ცხოვრების სტანდარტის სტაბილური ზრდით ევროკავშირის ქვეყნებთან დაახლოებული. ცხადია, ყველამ ვიცით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ვინც საქართველოს აკვირდება და მონიტორინგს ახორციელებს, რომ 10-12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმმა მხოლოდ გააღარიბა ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, ფასების კატასტროფული ზრდა მიდის, მაღალ ანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები აქ არ იქმნება და ყველაფრის ამის მიზეზი არის ის რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოშია, რომელიც არ აძლევს საშუალებას დემოკრატიის განვითარების, რადგან მათ დემოკრატია მთავარ საფრთხედ წარმოუდგენიათ. როგორც კი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, პირველივე მოსახვევში დამარცხდებიან, აქედან გამომდინარე აუცილებელია და სულ რამდენიმე თვე დარჩა მნიშვნელოვან, მართლაც ისტორიულ არჩევნებამდე, როდესაც ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას, გადავიდნენ ოპოზიციაში და ახალმა, ოპოზიციისგან დაკომპლექტებულმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“, -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტრსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს