„საქართველოს იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება“ -  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, პროექტი საქართველოში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დაგეგმილია აქტივობები, განგრძობადი იურიდიული განათლების მიმართულებით, ასევე, გაიმართება ბენჩ-ბარები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება ასოციაციისთვის პრო-ბონო სისტემის კონცეფცია და მოხდება ეთიკის კომისიის გაძლიერება.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა. ღონისძიებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სასამართლოს, პროკურატურის, იურიდიული პროფესიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 2022-2023 წლებში განხორციელებულ პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც მოხდა ასოციაციის თემატური კომიტეტების ორგანიზაციული და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება.

„ჩატარდა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) შეხვედრები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე, მოიცავდა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ობიექტურად და გამჭვირვალედ ადმინისტრირების კუთხით ასოციაციის შესაძლებლობების განვითარებას. მათ შორის შემუშავდა ანალიტიკური დოკუმენტი სასამართლოში საქმეთა ნაკადების მართვასთან დაკავშირებით და ასევე ასოციაციის მიერ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმი.

აღნიშნული პროექტები ქვეყანაში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას გულისხმობს და ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს