Reuters - უკრაინა წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს

უკრაინა 2024 წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Reuters-თან საუბარში განაცხადა.

გალუშცენკოს თქმით, ბირთვული რეაქტორების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყება იმ ენერგეტიკული შესაძლებლობების აღსადგენად, რომლებიც ქვეყანამ რუსეთთან ომის გამო დაკარგა.

ოთხივე რეაქტორის განლაგება ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს.

ცნობისთვის, მესამე და მეოთხე რეაქტორების მშენებლობა ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ შეჩერდა.

“მესამე და მეოთხე [ხმელნიცკის რეაქტორებით] ზაპოროჟიეს აღდგენა გვსურს, და ახლა დიალოგი გვაქვს ბულგარელ პარტნიორებთან ორ რეაქტორთან დაკავშირებით”, - განაცხადა გალუშჩენკომ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა