Bloomberg - სანქციების მიუხედავად რუსეთმა 2023 წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული მიკროსქემის იმპორტირება მოახდინა, სავარაუდოდ, მესამე ქვეყნების გავლით

სანქციების მიუხედავად რუსეთმა 2023 წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული მიკროსქემის იმპორტირება მოახდინა, სავარაუდოდ მესამე ქვეყნების გავლით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი რუსეთის საბაჟო სამსახურის გასაიდუმლოებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთში იმპორტირებული ნახევარგამტარებისა და ინტეგრალური სქემების უმეტესი ნაწილი ამერიკული და ევროპული კომპანიის მიერ იყო წარმოებული. მათ შორისაა Intel Corp, Advanced Micro Devices და Analog Devices Inc., ასევე ევროპული ბრენდები Infineon Technologies AG, STMicroelectronics NV და NXP Semiconductors NV.

ამავდროულად გამოცემა აღნიშნავს, რომ კომპანიების მიერ სასანქციო კანონმდებლობის დარღვევის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, მონაცემები არ აჩვენებს ვინ მოახდინა რუსეთში ტექნოლოგიების იმპორტირება, საიდან იყო ისინი გაგზავნილი და როდის მოხდა მათი წარმოება.

აღნიშნულ კომპანიებში განაცხადეს, რომ სრულიად იცავენ სასანქციო მოთხოვნებს, რუსეთში ბიზნესი შეწყვიტეს, როდესაც უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ასევე მიიღეს შესაბამისი პროცესები და პოლიტიკა სანქციების შესრულების კონტროლისთვის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დასანქცირებული ტექნოლოგიების უმრავლესობა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით ხვდება, როგორებიცაა ჩინეთი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. აშშ და ევროკავშირი კი, თავის მხრივ, ამ მარშრუტების დაბლოკვას ცდილობენ მაღალი პრიორიტეტის ორმაგი დანიშნულების საქონელსა და მოწინავე ტექნოლოგიებზე კონცენტრირებით, რომლებიც რუსულ იარაღში იქნა აღმოჩენელი და რომლებიც საჭიროა მისი წარმოებისთვის.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი