უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ მთავრობა კიევში ვიქტორ ორბანის ვიზიტზე მუშაობს

უკრაინის მთავრობა კიევში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტზე მუშაობს.

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

25 იანვარს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სტეფანიშინამ უკრაინულ ქალაქ უჟგოროდში უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის “დაკავშირებული იქნება უკრაინაში პრემიერ-მინისტრ ორბანის სამომავლო ვიზიტის მომზადებასთან".

უკრაინის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის “პრინციპული მნიშვნელობისაა დაინახოს” უნგრეთის პრემიერი კიევში.

როგორც ცნობილია, უკრაინისა და უნგრეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა 29 იანვარს ქალაქ უჟგოროდშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრის მომზადებას.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს