მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დღეს, შესაძლოა, გადაუდებელი ზომები გამოაცხადოს, რომელიც ისრაელს დაავალებს, ღაზაში სამხედრო ოპერაციები შეწყვიტოს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დღეს დაგეგმილი სხდომა სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით იმართება, რომელიც ამტკიცებს, რომ ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს სჩადის.

საქმეზე მოსმენა სასამართლოში ორი კვირის წინ დაიწყო და ჩვენება ორივე ქვეყანამ მისცა.

ისრაელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ აღსრულებადი არ არის, თუმცა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკამ ჰააგის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის 29 დეკემბერს შეიტანა, ხოლო სასამართლომ საქმის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს. ისრაელი გენოციდის ბრალდებას უარყოფს და სამხრეთ აფრიკას სიმართლის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ისრაელი ამტკიცებს, რომ საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და მის სამიზნეს „ჰამასის“ მებრძოლები წარმოადგენს და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში