გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„აღინიშნა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის სექტორული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება - მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განათლებისა და მეცნიერების კუთხით განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მჭიდრო პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებას. გიორგი ამილახვარის თქმით, კოლეგა სამინისტროსთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა დიდი პატივისცემა გამოხატა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის სრული მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია