„ბენქსი: ლეგენდის დაბადება სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა ნახა - გამოფენის მხარდამჭერია SOLO X და VISA

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეხუთე დაბადების დღესთან დაკავშირებით, SOLO X-ისა და VISA-ს მხარდაჭერით, გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება, სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 14 თებერვლამდე ღიაა დამთვალიერებლისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას "SOLO" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნამუშევრები 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა. მეოთხე თვეა მუზეუმში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის, ბენქსის ნამუშევრები, გაეცნონ მის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე, იხილონ გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო მასალა.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ეთერ ირემაძის თქმით, SOLO განაგრძობს კულტურული და ხელოვნების სფეროს განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას.

„SOLO განაგრძობს კულტურული და ხელოვნების სფეროს განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერას. ქართული სახვითი მუზეუმის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმმა, SOLO X-სთან და Visa-სთან პარტნიორობით, მსოფლიოში აღიარებული არტისტის, ბენქსის გამოფენას უმასპინძლა სტივ ლაზარიდისის კურატორობით. გამოფენამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია - ის 30 000-ზე მეტმა ვიზიტორმა იხილა. გვახარებს დადებითი უკუკავშირი, რაც გამოფენას მოჰყვა, ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ხელი შევუწყოთ კიდევ უფრო მეტი კულტურული პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავს ეთერ ირემაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაზე ბრიტანელი ქუჩის არტისტის ნამუშევრებთან ერთად, დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს ქართველი ქუჩის ხელოვანების - გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკას და SICK ‘N TIRED-ის მიერ მუზეუმის კედლებზე შესრულებული ნამუშევრებიც. ქართველი მხატვრების გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია