პარაგლაიდინგის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოში 91 ლიცენზირებული მფრინავია, კომერციული ფრენები ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება, ანანურსა და ბაკურიანში კი უახლოეს პერიოდში აღდგება

საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ინფორმაციით, დღეს 91 ლიცენზირებული მფრინავი გვყავს.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, დაახლოებით 10 უცხოელია, 15 სოლო მფრინავი, დანარჩენი კი კომერციულად მფრინავია.

რაც შეეხება უშუალოდ კომერციულ ფრენებს, ის ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება, ანანურსა და ბაკურიანში კი უახლოეს პერიოდში აღდგება.

„ამ ეტაპზე, კომერციული ფრენის ნებართვა უკვე გაცემულია სამ საჰაერო სივრცეზე გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში. აქედან კომერციული ფრენები ჯერ ხორციელდება გუდაურში, რადგან საჭიროა ასაფრენი-დასაფრენი მოედნის რეგისტრაცია და ოპერატორი კომპანია, რაც მოხერხდა მხოლოდ გუდაურის საფრენ ლოკაციაზე. ჯერ მხოლოდ ერთი ოპერატორი კომპანია გვყავს გუდაურში. ანანურშიც და ბაკურიანში ეს პროცესი დაწყებულია და უახლოეს პერიოდში აღდგება კომერციული ფრენები. მაგრამ, სოლო ფრენები გამოყოფილ საჰაერო სივრცეებში ნებადართულია. ლიცენზიის მქონეებს შეუძლიათ იფრინონ.

ვმუშაობთ სხვა ადგილებშიც - მესტიაში, კახეთსა და თბილისის ზღვასთან ნებართვების მიღებაზე. მარტში ველოდებით უკვე პასუხს. მომზადებული პროექტის მიხედვით, 11 ლოკაციაზეა საუბარი, სადაც თბილისი, სვანეთი, ბახმაროა შესული, მარტში ველოდებით საბოლოო პასუხს, თუ სად მოგვცემენ საჰაერო სივრცეებს. ვვარაუდობთ, რომ ყველა ლოკაცია იქნება განხილული.

დღეს გვყავს 91 ლიცენზირებული მფრინავი, აქედან დაახლოებით 10 არის უცხოელი, 15 არის სოლო მფრინავი, დანარჩენი არის კომერციულად მფრინავი. ფრენების აკრძალვამდე 110 კომერციულად მომუშავე მფრინავი იყო”,- აღნიშნავენ ფედერაციაში.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, აუცილებელია მფრინავები შემოწმდეს ალკოტესტზე. ამასთან, სავალდებულოა ჰქონდეთ აღჭურვილობის შემოწმება, მესამე პირის დაზღვევა და ლიცენზია.

“რაც შეეხება მოთხოვნებს, აუცილებელია, სოლო მფრინავს დაზღვევა ჰქონდეს. ოპერატიული კომპანიის ვალდებულებაა სასტარტო მოედანზე ასული მფრინავები შეამოწმოს, მათ ადგილზე აქვთ ალკოტესტი. სავალდებულოა ჰქონდეთ აღჭურვილობის შემოწმება, მესამე პირის დაზღვევა და ლიცენზია. ეს ბარათი - ლიცენზია, უცხოელი მფრინავების ნაწილმა დაახლოებით 10-მა მოიპოვა აღიარების გზით, ეს ნიშნავს, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში აქვთ აღებული ლიცენზია, თუმცა, გადავამოწმეთ იმ ქვეყნების ფედერაციაში, დავრწმუნდით რომ პროფესიონალები არიან და 1 წლის ვადით მივეცით აქ მუშაობის უფლება. დანარჩენმა საგამოცდო პროცესის გზით აიღო”,- აღნიშნავენ ფედერაციაში.

ცნობისთვის, ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი გასული წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.

აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.

კანონში აღნიშნული ცვლილება მოჰყვა 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შემთხვევას ბორტზე მყოფი რვა პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება