ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა, სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაფიქსირებული შემთხვევებიდან საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია ან საქონელი უკან გააბრუნა.

„სანქციების შემოღებიდან დღემდე, 1770 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ხდებოდა სანქციების გვერდის ავლ. საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია და ან აღნიშნული საქონელი გააბრუნა უკან. გარდა ამისა, დაახლოებით, 1000 შემთხვევაა ისეთი, როდესაც ბიზნესოპერატორებმა საბაჟო ორგანოს შესაბამისი კონსულტაციებისთვის მიმართეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესოპერატორები უბრალოდ ვერ ერკვევიან ან უნდათ გაერკვნენ სანქციების ნაწილში და პრევენციულად წინასწარ აცნობებენ საბაჟო ორგანოს. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესსექტორმა და სახელმწიფომ სანქციების აღსრულებასთან მიმართულებით“, - განაცხადა ხუციშვილმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა