ლაშა დიაროვი - საერთაშორისო კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოყვანისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს - მათ ქვეყანა ივანიშვილის შემოსავლის წყაროდ აქციეს

საერთაშორისო კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოყვანისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, იმიტომ, რომ თვითონ კარგად ცხოვრობენ, მათ ქვეყანა ივანიშვილის შემოსავლის წყაროდ აქციეს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, ლაშა დიაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საერთაშორისო კომპანიებს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ესაუბრებოდნენ, რათა საქართველოში ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნას.

„წესით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2022 წელს რუსეთის ფედერაცია დატოვეს. ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდნენ ინვესტიციების მოზიდვას და ამ ხალხის საქართველოში ჩამოყვანას, რათა შექმნან სამუშაო ადგილები საქართველოში. ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ამ ბრენდებმა ფინანსები დააბანდონ ჩვენთან, რათა ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ამისთვის ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმიტომ, რომ თვითონ კარგად ცხოვრობენ, შემოსავალი დიდი აქვთ და ქვეყანა გადააქციეს ბიძინა ივანიშვილის შემოსავლის წყაროდ. სამწუხაროდ, სხვა ადამიანების დასაქმება მათ არ აინტერესებთ”, - განაცხადა დიაროვმა, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლი“ ავრცელებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი