„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - წინა წლების მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის არსებობა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიური ანგარიშის - „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“ თანახმად, „წინა წლების მსგავსად კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის არსებობა“.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებთან კომუნიკაციისას, პატიმრები ციხეში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე ხშირად მიუთითებენ.

ამასთან, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე, მათ შორისა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და ლაზარე გრიგორიადისის საქმეები. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დაიცვას ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა, უზრუნველყოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს“.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მიახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან და საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის პროცესში, მაგალითად, ქვეყანაში დაარსდა ანტიკორუფციული ბიურო.

ანგარიშში საუბარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ წარმოებულ იმპიჩმენტის პროცედურაზეც.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს შორის, პირველი პრიორიტეტი საქართველოში არსებული პოლარიზაციის დაძლევა იყო, თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით“.

ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან