საია-ს თავმჯდომარე - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყველა იმ სამუშაო პროცესში ჩაერთვება, რომელიც ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 დათქმების შესრულებას ეხება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ასოციაცია ყველა იმ სამუშაო პროცესში ჩაერთვება, რომელიც ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 დათქმების შესრულებას ეხება.

მისივე თქმით, ისინი ყოველდღე მუშაობენ იმისათვის, რომ 9 პუნქტში მოცემული საკითხები შესრულდეს.

„ჩვენ დიდი სიამოვნებით ყველა სამუშაო პროცესში ჩავერთვებით, რომელიც 9-პუნქტიანი დათქმების შესრულებას ისახავს მიზნად. ჩვენ პარლამენტისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმება, მაგრამ უშუალოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იქნება თუ არა მიწვეული, ამაზე კონკრეტულად ინფორმაცია არ გვაქვს. თუ მიგვიწვევენ, ჩვენ აუცილებლად მივალთ.

ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ საკითხები, რომელიც 9 პუნქტშია მოცემული შესრულდეს, მათ შორის, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე არა ერთი მიმართულებით, წლების განმავლობაში, რეკომენდაციები შემუშავებული გვაქვს, რაც ასევე, ხელისუფლებისთვის გაზიარებული გვაქვს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ, რომ ამ საკითხებზე მათთან დამატებითი კომუნიკაცია გვქონდეს და თუ შესაძლებლობა გვექნება სამუშაო ჯგუფში ჩართვის, ამ პროცესებშიც ჩავერთვებით. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ყველა ის ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიში მოცემული პრობლემების აღმოფხვრას, ეს თუ არ მოხდება შემდგომ შეფასებებზე გავლენას იქონიებს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარის თქმით, ევროკომისიის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ნოემბერში გამოქვეყნდა ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს სრულად.

მისივე თქმით, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ უნდა არსებობდეს მოსამართლეთა შეფასების სისტემა, „ეს როგორ ჩამოყალიბდება, რა ფორმით იქნება, ეს არის მსჯელობის საგანი“.

„ჩვენი პოზიციაა, რომ ევროკომისიის ის ანგარიში, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდა ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს სრულად. ის კოორდინირებული მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე არ უნდა იყოს ან მხოლოდ ვიწროდ ერთი მიმართულებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ეს ანგარიში საუბრობს იმაზე, რომ უნდა არსებობდეს მოსამართლეთა შეფასების სისტემა, ეს როგორ ჩამოყალიბდება, რა ფორმით იქნება, ეს არის მსჯელობის საგანი. თუმცა ეს მსჯელობა აუცილებლად უნდა შედგეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემხრობით იმას, რომ ეს პროცესი ღია იყოს და მასში ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ აქტორებს.

თუ გვინდა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა რეალურად განხორციელდეს, ჩვენ ზუსტად უნდა წავიკითხოთ, რა წერია შეფასებაში. შეფასებაში წერია, რომ საქართველომ უნდა გაატაროს ეფექტიანი, სრულყოფილი რეფორმა, მათ შორის, საუბარია მოსამართლეთა შეფასების საკითხზე. ამიტომ ამ საკითხის გვერდზე გადადება ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯი არ არის და ეს შესაძლოა შემდგომ წლებში შეფასებაზე აისახოს, რომელიც საქართველოზე გაკეთდება“, - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრისას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება, ჩართულობა გრძელვადიანი მონიტორინგის ფორმით მოახდინონ.

„2024 წელი საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვგულისხმობ, საპარლამენტო არჩევნებს. ამ პროცესში აუცილებელია, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების ფართო ჩართულობა, ასევე, ადგილობრივი, ქვეყნის შიგნით ობიექტური დაკვირვების პროცესის წარმართვა. ბუნებრივია, რომ ახლა ჩვენი მისიის დაგეგმვის ეტაპზე ვართ და მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მონიტორინგი. თუ გრძელვადიან მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაციები დაიწყებენ, რამდენიმე თვით ადრე, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე უშუალოდ კონკრეტულად არჩევნების თარიღია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია, რომ ამას მივესალმებით თუ საერთაშორისო ჩართულობა, დაკვირვების პროცესი გრძელვადიანი მონიტორინგის ფორმით იქნება“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში