ჯეიმს ო'ბრაიენი - უკრაინა სამხედრო საჭიროებების ორ მესამედს დამოუკიდებლად იხდის

რუსეთი გააგრძელებს სისხლიან ომს უკრაინის წინააღმდეგ მანამ, სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ იხილავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს თვეებში დაძაბულობა გაიზრდება, რადგან ზამთარში ომი ყოველთვის „მკაცრი და რთულია“.

„უკრაინელები აგრძელებენ დემოკრატიის, სამართლიანობისა და ევროპული მომავლის არჩევას, ისევე როგორც ორჯერ გააკეთეს „მაიდანზე“ და როგორც ახლა ხდება ყოველდღე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ენტონი ბლინკენის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ ძლიერი საერთაშორისო კოალიცია დახმარებას უწევს უკრაინას, მისი საჭიროებების დაფინანსების კუთხით, თუმცა, კიევი დამოუკიდებლად იხდის სამხედრო საჭიროებების ორ მესამედს და ეს შიდა რესურსების გამო ხდება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს