თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქცია - „თავისუფლება კაკოს და გიოს“ დასრულდა, თუმცა, თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული პროტესტს აგრძელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქცია - „თავისუფლება კაკოს და გიოს” დასრულდა.

პროტესტს აგრძელებენ თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული.

სტუდენტების განცხადებით, ისინი კანცელარიიდან იქამდე არ გამოვლენ, სანამ უნივერსიტეტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლებაზე, ასევე კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, რომლებსაც გუშინ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

„დღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს თსუ-ის პირველი კორპუსი. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ სტუდენტებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენი მოთხოვნა არის ერთიანი და ეს მოთხოვნა უწინარესად არის მორატორიუმის გამოცხადება მოსახლეობაზე და ასევე ჩვენი ორი მეგობრის, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, გუშინ მათ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი მხრივ, სადავოდ არ ხდიდნენ წაყენებულ ბრალს, ხოლო მეორე მხრივ, მზად იყვნენ აენაზღაურებინათ ზიანი, სასამართლომ ისინი უსამართლოდ დატოვა წინასწარ პატიმრობაში. ეს არის ჩვენთვის გასაგები პოზიცია, რომ დაისჯება ყველა, ვინც წინ აღუდგება ამ ალიანსს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და სამევახშეო სისტემას შორის. ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს, რომ ეს რეფორმები, რომელიც მოითხოვს რეფორმებს ეროვნული ბანკის ფუნქციებში, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში და გამოსახლების პროცედურებთან დაკავშირებით, გახდეს დემოკრატიული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი”,-აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე