ბექა ოდიშარია - პირობას გაძლევთ, არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა ლიდერები, არ იქნებიან რუსეთში იმ დრომდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება

პირობას გაძლევთ, არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა ლიდერები, რომელთაც შეხება აქვთ დიასპორასთან, არ იქნებიან რუსეთში იმ დრომდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ქართული დიასპორის ხელმძღვანელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არ ექნება.

„ჩემთვის ხმა არავის მოუწვდენია. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ისეთი ურთიერთობა, როგორსაც ვისურვებდი, რადგან არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და არც გვექნება ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ჩვენ არანაირ დათმობაზე რუსეთთან არ წავალთ, ვიდრე არ იქნება მიღწეული ის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ახლა ერთმა კერძო პირმა გამოხატა რაღაც სურვილი. ამის უფლება ყველას აქვს, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და შეიძლება მოიპატიჟოს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც მე და არც სხვა ჩვენი გუნდის დილერები, რომელთაც შეხება აქვთ დიასპორასთან არ იქნებიან რუსეთში იმ დრომდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება,“ - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა, დავით ცეცხლაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მოწვევას უგზავნის და იმედი აქვს, თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი