მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ღაზაში გენოციდის თავიდან აცილება დაავალა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, მას აქვს იურისდიქცია სამხრეთ აფრიკასა და ისრაელს შორის დავის თაობაზე იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდს წარმოადგენდეს.

„სასამართლოს აზრით, ზოგიერთი ქმედება და უმოქმედობა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ვარაუდით ისრაელმა ღაზაში ჩაიდინა, როგორც ჩანს, შეიძლება მოხვდეს გენოციდის კონვენციის დებულებებში“, - განაცხადა მოსამართლემ ჯოან დონოგიუმ.

მისი თქმით, სასამართლომ უარყო ისრაელის მოთხოვნა საქმის ზოგადი სიიდან ამოღების შესახებ.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეუძლია დაეთანხმოს ისრაელის მოთხოვნას, საქმის ზოგადი სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მოსამართლემ.

მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა მისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა თავიდან აიცილოს გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული ყველა ქმედება.

მოსამართლის განმარტებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა ძალებმა არ ჩაიდინონ გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელმა ასევე უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს