ირაკლი ღარიბაშვილი - ახლა აუცილებელია მაღალი ტემპით გაგრძელდეს ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა

ახლა აუცილებელია მაღალი ტემპით გაგრძელდეს ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერმა განმარტა, რეგიონული პროექტების მიმართ მათ ფაშინიანისგან დადასტურებული ინტერესი მოისმინეს.

„საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს. ბატონმა პრემიერმა კარგად იცის ჩემი და ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთლიანად რეგიონის ქვეყნებს და ხალხს სარგებელს მოუტანს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, მინდა გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააგრძელებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ერებისთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია, ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისათვის, არამედ რეგიონისთვისაც.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია მაღალი ტემპით გაგრძელდეს ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტების მიმართ, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული, მადლობა ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას - ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა