ანა დოლიძე - ქვეყანაში საჭიროა საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა

პარტია ,,ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს.

როგორც დოლიძე აცხადებს, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა.

’’ევროკავშირი არ არის მარტო პოლიტიკა, ევროკავშირი არ არის მარტო დემოკრატიაზე ლაპარაკი, სინამდვილეში ევროკავშირი არის სოციალურ-უფლებათა პაკეტი, სადაც მსგავსი უბედურებები გამოსახლებასთან დაკავშირებით არ ხდება იმიტომ, რომ სოციალური პაკეტი არსებობს. უამრავი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში არ ჩავარდეს. სწორედ, ამიტომ უნდა მივიღოთ სოციალური პაკეტები და მათგან სწორედ ერთ-ერთი არის საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს უმუშევრობის დაზღვევა. ადამიანი სამსახურს რომ დაკარგავს და იქნება უმუშევარი, არ შეეშინდება რომ ჩავარდება ვალში, ვინაიდან მას, სწორედ, უმუშევრობის დაზღვევა დაიცავს. ეს არის კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით“, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია ,,ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა