ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, მარია კორინა მაჩადოს არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, მარია კორინა მაჩადოს არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მაჩადო ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს უჭერდა მხარს და კორუფციაში იღებდა მონაწილეობას.

„რეჟიმმა ბარბადოსში მიღწეული შეთანხმების დასრულება გადაწყვიტა. ის, რის დასრულებასაც იგი ვერ შეძლებს, არის ჩვენი ბრძოლა, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დემოკრატიამ გაიმარჯვოს“, - განაცხადა მაჩადომ.

გასული წლის ოქტომბერში აშშ-მა და ვენესუელამ ბარბადოსში საარჩევნო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით ოპოზიცია საკუთარი კანდიდატის არჩევას შეძლებდა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

ასევე, ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო პოლიტპატიმრებსა და დაკავებულ ამერიკელებს გაათავისუფლებდა და ოპოზიციის წევრებისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების აღდგენისთვის იმუშავებდა. აშშ-მა კი ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქა.

დეკემბერში ვენესუელამ 24 საკუთარი მოქალაქე და 10 ამერიკელი პატიმარი აშშ-ის მიერ მადუროსთან დაახლოებული პირის, ალექს სააბის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს