„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის"  თავმჯდომარე - ოფთალმოლოგიური ოპერაციები გარკვეული ხარვეზების გამო „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან არ ფინანსდება

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" ინფორმაციით, 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას „დიარჯით“არ ფინანსდება.

როგორც „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ აღნიშნა, ოფთალმოლოგიური ოპერაციები გათიშულია.

„გუშინ დამიკავშირდნენ ოფთალმოლოგები, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან „დიარჯის“ მუშაობით, რადგან, 15 დეკემბრის შემდეგ ურთულესი ოფთალმოლოგიური დიაგნოზები, როგორიც არის გლაუკომა, ბადურის ათლა და რომელიც საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ ოპერაციას საერთოდ არ ფინანსდება ამ ეტაპზე. 15 დეკემბრის შემდეგ ოფთალმოლოგიური ოპერაციები გათიშულია. მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს, ესეც ელექტრონული ხარვეზია, თუ რაიმე სხვა. მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ოფთალმოლოგიური ოპერაციები გარკვეული ხარვეზების გამო „დიარჯით“ 15 დეკემბრიდან არ ფინანსდება“,- აღნიშნა ლოლუამ მედიაცენტრ "მთავარში".

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში