პაატა მანჯგალაძე - სამუშაო ფორმატებს საქმიანი დისკუსიებისთვის გამოვიყენებთ, მეორე მხრიდან იმავეს მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოვუშვათ და „ქართული ოცნება“ მივუშვათ

მიწვევა მივიღეთ, რეფორმების ჯგუფის სახელით შეხვედრას დავესწრები მე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ 29 იანვარს 9 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუკი შეხვედრები საქმეზე და შედეგზე იქნება ორიენტირებული, ამ ფორმატს გამოიყენებენ.

„ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ემსახურება, ჩვენ ამ ფორმატებს საქმიანი დისკუსიებისთვის გამოვიყენებთ, თუმცა, მეორე მხრიდან იმავეს მოლოდინი არ გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ ამის სურვილი, რომ ჰქონოდა - სასამართლოს, საარჩევნო, ანტიკორუფციული რეფორმის ჩატარების, ან თუნდაც, დეოლიგარქიზაციის, ამას 12 წლის მანძილზე გააკეთებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოვუშვათ და „ქართული ოცნება“ მივუშვათ, ჩვენ ამ ფორმატებში მივიღებთ მონაწილეობას, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ნათლად დავანახოთ, თუკი სად არის უმუშევრობის, სიღარიბის სათავე...

წინასწარი მოლოდინი ცუდი მაქვს, მაგრამ გამიხარდება თუ შევცდები, ეს ისეთივე გეგმა იქნება, როგორიც აქამდე ჰქონდათ, სასამართლო რეფორმაზე ფასადური თქვეს, საარჩევნო რეფორმაზე თქვეს, რომ ეს არ არის ფუნდამენტურიო - რაც ვენეციის კომისიამ თქვა, რომელიც ყველაზე კვალიფიციური ევროპული ორგანიზაციაა. როცა ამას აკრიტიკებ და მურუსიძე მოგწონს, სხვა სტანდარტია. ჩვენ გვყავს სასამართლო სისტემა, რომლის ხელმძღვანელებიც და ლიდერებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიერ სანქცირებულები არიან, რაც სერიოზული ზიანია, დაღია, რაც საქართველოში ინვესტიციების და დამატებითი სამუშაოების შემოსვლას უშლის ხელს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან