გია ვოლსკი - პრეზიდენტი იმ ფერხულშია ჩაბმული, რომელიც ჯერ „ფანჩატურელებმა“ გამართეს და ახლა სხვა ფორმატში შეკრებილმა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“

ფაქტია, რომ პრეზიდენტი იმ ფერხულშია ჩაბმული, რომელიც ჯერ ფანჩატურელებმა გამართეს და ახლა სხვა ფორმატში შეკრებილმა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

კითხვაზე, თუკი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება, რას შეცვლის, ვოლსკი პასუხობს, რომ „კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს ერთნაირი რიტორიკა აქვთ.

„გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ სად და რა ასპარეზზე გამოვა სალომე ზურაბიშვილი, რომელი მიმართულების შეავსებს პოლიტიკურ ნიშას, რაც დღეს სურათი გვაქვს, ეს არის აბსოლუტურად ერთნაირი რიტორიკა, ერთნაირი პათოსი, ერთნაირი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ერთნაირი რიტორიკა, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის ორბიტას ახასიათებს. სად წავა, მომავალში და რამდენად იქნება ის პიროვნულად მიღებული ამ პოლიტიკური ოჯახის მიერ, მეორე საკითხია, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი იმ ფერხულშია ჩაბმული, რომელიც ჯერ ფანჩატურელებმა გამართეს და შემდეგ ახლა სხვა ფორმატში შეკრებილმა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ “, - აღნიშნა მან.

ის, ასევე, გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებს, რომ მას შესაძლებლობა არ ეძლევა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს. ვოლსკის განმარტებით, „კონსტიტუციის დარღვევაა უხერხული და ეს იქით მხარეს უნდა მოიკითხონ, საიდანაც საყვედური გაისმა“.

„ამ შემთხვევაში არანაირად არ ირღვევა კონსტიტუცია იმისგან განსხვავებით, რაც სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა, აშკარად დაარღვია კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით დასკვნა გამოიტანა. ცოტა უხერხულიც არის, როცა მაღალი დონის სტრატეგიულ თემებზე საუბრობ, შეხვედრის ორგანიზება გააკეთო იმ ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, რასაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია და საკითხები, ყურადღება გადაიტანო იმ თემებზე, რომელიც შესაძლოა, უცებ წარმოეშვას სალომე ზურაბიშვილს და სასაუბროდ შემოიტანოს ისეთი საკითხები, რომელიც არც მას ეხება პირადად და თანაც, მის ავტორიტეტზეც ძალიან ცუდად მეტყველებს ის, რომ კონსტიტუციას დაუპირისპირდა და საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა კონკრეტული გადაწყვეტილება. კონსტიტუციის დარღვევაა თვითონ უხერხული სიტუაცია და მოვიკითხოთ იქითა მხრიდან, საიდანაც ეს საყვედური გაისმა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ენდობიან თუ არა, სალომე ზურაბიშვილს, მან განაცხადა, რომ ეს საკითხი ასე არ დგას.

„ნდობა-არ ნდობის საკითხი არაა, აქ ფორმატია, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას, პოზიციების გაზიარებას გულისხმობს და არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავად ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტში ფორმალურად არსებობს, ვისაც საკონსტიტუციო სასამართლომ გარკვეული განაჩენი გამოუტანა - გაცდა კონსტიტუციის ყველანაირ ფარგლებს. ზოგს მოსწონს, ზოგს - არა, მაგრამ ფაქტია, რომ კონსტიტუციის დარღვევას ყველა აღიარებს. ამას ნუ დავარქმევთ პიროვნულ დამოკიდებულებას, რეალური სურათი ასეთია და ამ ფორმატში ამ შეხვედრის ორგანიზება არარელევანტური იქნებოდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, გამოუცხადებს თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტს პარლამენტში 6 თებერვალს, ყოველწლიურ მოხსენებაზე ბოიკოტს, რაზეც ვოსლკიმ აღნიშნა, რომ

„ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ მაქვს. არ არსებობს ასეთი გადაწყვეტილება, რომ სხდომას არ დავესწროთ და ბოიკოტი დავიწყოთ, მაგრამ ამის საფუძველი არსებობს, თუკი იმ განცხადებებს გავიხსენებთ, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა გააკეთა. თუნდაც 26 მაისს გააკეთა ისეთი შინაარსის განცხადება, რომელიც აბსოლუტურად არარელევანტური იყო, პოლიტიკური უზნეობის მაგალითი იყო. ამ რეალობიდან გამომდინარე, უკეთესს არაფერს არ ველოდებით. სამწუხარო ფაქტია, თუნდაც პიროვნულ ურთიერთობებში ასე ერთმანეთისგან დაცილება და ბარიერის ორ მხარეს გადანაწილება, თვითონ პიროვნება სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ჩვენი კოლეგა იყო, საკმაოდ თბილი ურთიერთობები გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ რეალობა ისეთი შეიქმნა, როცა სალომე ზურაბიშვილმა თავს უფლება მისცა, რომ ფიცის დასადებად მოსულ ახალწვეულებზე ისეთი ინფორმაციით მიიტანა მორალური შეტევა, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა ქვეყნის, თუნდაც ფორმალური მთავარსარდლისთვის. როცა ის ეუბნება, რომ საქართველომ თურმე, ევროპულ გზას გადაუხვია და თურმე, რუსეთის სამსახურში ჩადგა, ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოსთვის დაღუპული გმირების, ანწუხელიძის ოჯახს, ამ სიცრუეს, ამ პოლიტიკურ უზნეობას უზიარებს ადამიანებს, რომლებიც მის წინაშე დგანან და მისგან წამახალისებელ, გზის დალოცვას ელოდებიან მთავარსარდლისგან. როცა ამ სიცრუეს, ამ უზნეობას საუბრობ მაღალი ტრიბუნიდან ხალხის, უცხოელი სტუმრების გასაგონად, ვფიქრობ, საფუძველი იმისა, რომ ბოიკოტიც გამოუცხადონ, არ მოუსმინონ, ხაზგასმით აღნიშნონ ის, რომ მას ეს ტრიბუნა არ ეკუთვნის, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რა საკვირველია, ამაში გასაკვირიც არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა, ჩემი ხედვაა, ამ თემასთან დაკავშირებით გუნდში არანაირი მსჯელობა არ ყოფილა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ