ირანული მედია - ირანში პაკისტანის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე მოკლეს

ირანში პაკისტანის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი ავრცელებს.

„მოწმეების თქმით, დღეს დილით უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში, ქალაქ სარავანში მდებარე სახლში 9 უცხოელი მოკლეს“, - აცხადებს ირანული მედია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანმა და პაკისტანმა ბელუჯისტანის სასაზღვრო რეგიონში ერთმანეთის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია