ბენიამინ ნეთანიაჰუ - მსოფლიოში ბევრს არაფერი უსწავლია ჰოლოკოსტიდან - არიან ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენს ზრახვებსა და შესაძლებლობებს, სრულ გამარჯვებას მივაღწევთ

ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელისთვის გენოციდში ყალბი ბრალდებების განხილვა აჩვენებს, რომ ჰოლოკოსტის გაკვეთილები ნასწავლი არაა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

27 იანვარს, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს, გამართული პრესკონფერენციის დროს ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი არასდროს დაივიწყებს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას, სისასტიკეს და გატაცებებს.

“არასდროს ვაპატიებთ იმას, რაც ჰამასის მონსტრებმა ჩვენს შვილებს გაუკეთეს",- დასძინა მან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღმაშფოთებელი იყო ის, რომ სამხრეთ აფრიკა ჰააგის სასამართლოში წავიდა და ტყუილად დაადანაშაულა ისრაელი ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდში.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ სწორედ "ჰამასი" ეძებს გენოციდს ისრაელისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ.

ნეთანიაჰუ არაბულ ენაზე თარგმინილი ადოლფ ჰიტლერის “მაინ კამპფით” გამოვიდა, რომელიც, მისი თქმით, ღაზას სექტორში იქნა ნაპოვნი, რაც იმას, თუ როგორ ასწავლიან “ახალი ნაცისტები” თავიანთ ბავშვებს.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს თავად მზაობა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ ბრალდებებს მოუსმინოს, აჩვენებს, რომ “მსოფლიოში ბევრს არაფერი უსწავლია ჰოლოკოსტიდან.”

“ებრაული სახელმწიფო ჰოლოკოსტის ფერფლიდან აღდგა ებრაელი ხალხის დასაცავად. ამას ვერავინ წაგვართმევს…საშუალება რომ ჰქონოდათ, [7 ოქტომბერს] ყველას ამოგვჟლეტდნენ.ჩვენს შორის არიან ისინი, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენს ზრახვებსა და შესაძლებლობებს. ისინი პატარა უმცირესობაა… მართალი არ არიან. სრულ გამარჯვებას მივაღწევთ” , - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად