მიხაილო პოდოლიაკი - არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს, ასევე უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე

რუსები აქტიურად მანიპულირებენ ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე, რათა საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი შეანელონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს. პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უცნობია ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, რადგან რუსები აქტიურად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო გამოძიებას.

„რას ვხედავ ამაში? ორ რამეს. პირველი არის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის შენელება. ბოლო თვეებში ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით რუსული თვითმფრინავი განადგურდა, ანუ რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს, უკრაინას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები ან გამოიყენოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ფრონტის ხაზის გასწვრივ”,- განმარტა პოდოლიაკმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსებს შესაძლოა სხვა მიზნებიც ჰქონდეთ, კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ ომის წესებისა და კონვენციების დარღვევაზე ცივილიზებული სამყაროს ყურადღების შემცირება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა