ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოადგილესთან იოსებ ჭელიძესთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი - ზვიად ხარაზიშვილი.

„სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გარდაბანში, სოფელ კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ყაზარმებს, სასადილოს, სპორტულ დარბაზს, გამშვებ პუნქტს, ავტოფარდულს და სხვა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურას.

ასევე, ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დისლოკაციისთვის შესაბამისი ბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თბილისში მიმდინარეობს ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის სენდვიჩ პანელის შენობების მშენებლობა, მათ შორის: ყაზარმები, საოფისე და სასაწყობე შენობები, სასადილოები, რომლის საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია თელავის და რუსთავის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა. ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოადგილესთან იოსებ ჭელიძესთან ერთად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი - ზვიად ხარაზიშვილი.

„სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გარდაბანში, სოფელ კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ყაზარმებს, სასადილოს, სპორტულ დარბაზს, გამშვებ პუნქტს, ავტოფარდულს და სხვა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურას.

ასევე, ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დისლოკაციისთვის შესაბამისი ბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თბილისში მიმდინარეობს ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის სენდვიჩ პანელის შენობების მშენებლობა, მათ შორის: ყაზარმები, საოფისე და სასაწყობე შენობები, სასადილოები, რომლის საერთო ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი გაგრძელდება და უკვე დაგეგმილია თელავის და რუსთავის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა. ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს