რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ.

კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ შეჩერდება „შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი და ნაჩქარევად მიღებული რეორგანიზაციის პროექტი, აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ“.

„ჯანდაცვის სამინისტრო გველაპარაკება ულტიმატუმის ენით, რომ „თუ თქვენ 5 თებერვლამდე გადაწყვეტილებას არ მიიღებთ და არ დათანხმდებით ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაციას, მაშინ 5-იდან 15 თებერვლამდე რეორგანიზაციის პროცესში, ჩვენ ვიცით რასაც გიზამთ”. ასეთი ულტიმატუმით საუბარი ჩვენთვის მიუღებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში მზად ვიყავით სამუშაო პროცესისთვის და შეხვედრებისთვის. სამწუხაროდ, ახლანდელი ყველა შეხვედრა ეფუძნება მხოლოდ კომპენსაციაზე საუბარს, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

ამიტომ არ ვხვდებით ჯანდაცვის მინისტრს, ვიდრე არ შეჩერდება შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი, ნაჩქარევად მიღებული რეორგანიზაციის პროექტი. ამის შემდეგ ჩვენ შევხვდებით მინისტრსაც და აბსოლუტურად ყველას, სამუშაო მაგიდასთან, სამუშაო რეჟიმში რესპუბლიკურის და მისი შემდგომი ბედის განსახილველად“, - განაცხადა ნინო ოთარაშვილმა.

ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების შემდეგ დღევანდელი აქცია დასრულდა.

ცნობისთვის, 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა, ლოზუნგით - „ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“. ისინი მოუწოდებდნენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. ამავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შეხვედრისკენ მოუწოდა. აქციაზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა კი შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, მინისტრს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ, კომპენსაციებზე საუბარს კი არ აპირებენ.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია