ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას“, „შეწყდეს გამოსახლება“, „დასრულდეს შერჩევითი სასამართლო“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან გამოსახლების საქმეზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

შეკრებილებმა დაკავეულების გათავისუფლება მოითხოვეს.

„ჩვენ ვთვლით, რომ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ადგილი ციხეში არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის შერჩევითი სამართალი. არსებობს უამრავი საქმე, რომ მკვლელობაში და ძალადობაში ბრალდებულები დღეს არიან გარეთ იმის გამო, რომ ისინი არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალი მათ სსკ-ის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე