ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტი, საული ნიინისტე, რადგან ის ქვეყანას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება აღარ აქვს.

მედიის ინფორმაციით, გამარჯვების მთავარი პრეტედენტი ალექსანდრე სტუბია, მემარჯვენე ცენტრისტული ეროვნული კოალიციის პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი. ალექსანდრე სტუბს სხვადასხვა დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები ეკავა. კვლევითი კომპანია Taloustutkimus-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, სტუბს მხარი, შესაძლოა, ამომრჩეველთა 27%-მა დაუჭიროს. მისი მთავარი კონკურენტია პეკა ჰაავისტო, მემარცხენე ცენტრისტული „მწვანეთა კავშირის“ წევრი. 2019-2023 წლებში ჰაავისტო ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. გამოკითხვების თანახმად, მას ამომრჩეველთა დაახლოებით 23% უჭერს მხარს.

ალექსანდრე სტუბსა და პეკა ჰაავისტოს კონკურენცია, შესაძლოა, გაუწიოს პარლამენტის სპიკერმა, ჯუსი ჰალა-აჰომ, რომელიც ცნობილია მიგრაციის პოლიტიკის მიმართ ევროკავშირისა და მთავრობის მკაცრი კრიტიკით. იანვარში პოლიტიკოსის რეიტინგი 10-იდან 18 პროცენტამდე გაიზარდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს