ანონსი 29 იანვარი

29 იანვარს, 09:00 საათზე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

29 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, მეწარმეებისთვის ახალი პროექტის - „სავაჭრო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: 599 855 251

29 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას # 7

29 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

მის: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N7

29 იანვარს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი“, „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ და ევროკავშირის მხარდაჭერით, მართავს კვლევის პრეზენტაციას და პანელურ დისკუსიას: „ღია მართლმსაჯულება და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისები საქართველოში – გამოწვევები და რეკომენდაციები“.

საკონტაქტო: ქეთევან კუკავა 597 513 851.

29 იანვარს, 19:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ „USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის“ ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების თანამშრომლობა შედგება.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.

საკონტაქტო: თამარ ხურცია - 555 523 350.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება