იენს სტოლტენბერგი - უკრაინა, გარკვეულ ეტაპზე, ალიანსის სრულუფლებიან წევრად უნდა მოვიწვიოთ

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა და შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ და ასევე, გარკვეულ ეტაპზე, უკრაინა ნატო-ს სრულუფლებიან წევრად უნდა მიიწვიონ.

სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პუტინმა არ მიაღწიოს იმას, რაც სურს, რადგან ეს იქნება წახალისება სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის.

„დღეს ეს არის უკრაინა, ხვალ ეს შეიძლება იყოს ტაივანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, შეერთებული შტატებისთვის კარგია უკრაინის მხარდაჭერა და ასევე გარკვეულ ეტაპზე მათი მოწვევა ალიანსის სრულუფლებიან წევრად“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს უწყვეტი მხარდაჭერა და რომ პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს პუტინის უკრაინაში შეჭრაზე მოკავშირეების პასუხს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინამ მუდმივი მხარდაჭერა მიიღოს, რადგან უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამას პეკინში ყურადღებით ადევნებენ თვალს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, აშშ, ევროპა და მსოფლიოს სხვა ნაწილები უფრო დაუცველი გახდება, თუ პუტინი მიიღებს იმას, რაც სურს.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი ამ კვირაში აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს და კანონმდებლებს შეხვდება, რათა უკრაინის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილოს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს