შალვა პაპუაშვილი EaP-ის ინდექსზე - ვფიქრობ, შეფასების ავტორი ორგანიზაციები გაბრაზებულები არიან ხელისუფლებზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე - ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაზე გაბრაზებულებმა ჯავრი იყარეს საქართველოსა და ქართველ ხალხზე - ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეფასებას რეალობასთან კავშირი არ აქვს.

„შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებულები არიან საქართველოს ხელისუფლებზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე. ამ შეფასებას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. სერიოზულიც არაა იმის განხილვა, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას. ამ ორგანიზაციებმა ჩახედონ მათ შორის ევროკომისიის შეფასებებს, ვინ სადაა დემოკრატიის მიმართულებით. ასევე, ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციის მაჩვენებლებში და მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს