შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას „სპეკულაციას“ უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, სპეკულაციას უწოდებს.

მისი თქმით, „ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა“.

„სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან, ასევე, უპასუხა კითხვას, რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია პარტიის რომელიმე ლიდერთან ბოლო პერიოდში.

პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რათა აქტიურად იყოს ჩართული პარტიულ საქმიანობაში და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია