შალვა პაპუაშვილი - საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა - პოლარიზაცია პრობლემაა მაშინ, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უუნარო, საქართველოში კი ასეთი რამ არ არის

საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ნაბიჯებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაცია პრობლემა არის მაშინ, როდესაც ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უუნარო, საქართველოში კი ასეთი რამ არ არის.

„რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას - იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს, თავისთავად ინსტიტუციურ ნაწილს კურირებს, მაგრამ ზოგადად იცით, რომ დეზინფორმაცია ისედაც არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და ამას ისედაც ვებრძვით ყოველდღიურად ჩვენი განცხადებებით ვებრძვით. სხვა საკითხები როგორიც არის დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმის საკითხები, საარჩევნო საკითხები, ანტიკორუფციული და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკითხები - ყველა ამ საკითხს განვიხილავთ.

საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არ არის პოლარიზაცია. სხვა დროსაც მითქვამს, ზოგადად, პოლარიზაცია არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი, როდესაც მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სიუხეშე დისკუსიას ყველა ქვეყანაში შეეტყობა, მათ შორის, სოციალური ქსელების ფართო გამოყენებიდან გამომდინარე. პოლარიზაცია პრობლემა არის მაშინ, როდესაც სახელმწიფოს და ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უუნარო. როდესაც პრობლემები არის გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოში ასეთი რამ არ არის, ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს. საქართველოში რაც არის პრობლემა, ეს არის რადიკალიზაცია. ის, რომ ოპოზიციას არ სურს აღიაროს ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ის, რომ ოპოზიციას სურს სხვა მეთოდებით მოვიდეს ხელისუფლებაში, ვიდრე ეს არის დემოკრატიული მეთოდები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ